შინდისის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა კალიგრაფიული ნამუშევრები გამოფინეს
19-04-2021
გორის მუნციპალიტეტის შინდისის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს.

„ქართული ენის დღისა და 1978 წლის აპრილის მოვლენების აღსანიშნავად შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 14 აპრილს კიდევ ერთხელ შეასხეს ხოტმა მშობლიურ ენას.

შინდისის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა თანატოლებს საინტერესოდ მოუთხეს მშობლიური ენის ისტორია დასაბამიდან დღემდე, ისაუბრეს ქართული ენის ადგილსა და მნიშვნელობაზე მსოფლიო ენათა შორის. (პედაგოგი ლია მაზმიშვილი).

დედაენის დღეს საინტერესო, კალიგრაფიული ნამუშევრები გამოფინეს II კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ეკა ხარებაშვილი)“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203