
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიება ღია სივრცეში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
აქტივობა პატრიოტული და შთამბეჭდავი იყო. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და წარმოთქვეს ემოციური სიტყვები, მათ ქართული ენის სიწმინდეზე და 14 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ასე დავასრულეთ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სიყვარულის დღეს! დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს!“ - აღნიშნავს დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე.
იხილეთ ფოტოები