აწყურის საჯარო სკოლა, ტრადიციულად, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს ატარებს
19-04-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა აგრძელებს ტრადიციებს და მიუხედავად პანდემიისა ​სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, დაწყებით კლასებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, მე-2 კლასში გაიმართა კლასის საათი - „დედაენა სიბრძნის წიგნი“, ხოლო მე-7 კლასში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ჩატარდა ესეების კონკურსი „ხმელი წიფლის სადარდელი“.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203