ინგლისურის შთამბეჭდავი გაკვეთილი ღადოლარის საჯარო სკოლაში
19-04-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ღადოლარის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ.

ღადოლარის საჯარო სკოლაში, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, უსაყვარლესი მასწავლებლის, სვეტლანა გრიგორიანის ხელმძღვანელობით, ინგლისური ენის გაკვეთილზე წარადგინეს  თემა „ძველი და ახალი მექანიზმები და ტექნოლოგიები“. დღემ ხალისიანად და რაც მთავარია, მოსწავლეებისთვის პროდუქტიულად ჩაიარა.

ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ღადოლარის საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203