ფოთის N12 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელს შეუერთდა
19-04-2021

ფოთის N12 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელს შეუერთდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამით სკოლას საშუალება ეძლევა გაეცნოს ევროსაბჭოს საგანმანათლებლო მასალებს, გაუზიაროს თავისი პროექტები ევროსაბჭოს ქსელში გაერთიანებულ სკოლებს; სკოლა შეიძლება მიწვეული იყოს საერთაშორისო კონფერენციებზე. 

ეს დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. სკოლის ხელმძღვანელობა, პედაგოგები, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთვებიან ევროსაბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელთან თანამშრომლობით პროცესებში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს.

იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203