ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
19-04-2021
ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით დედაენის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

1. ქართული ენის წარმოშობა;
2.1978 წელი,14 აპრილი;
3. დედაენის ძეგლი;
4. კონკურსი - „არა ბარბარიზმებს“;
5. იაკობ გოგებაშვილი;
6. მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობა.

„სხვადასხვა ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ჩატარდა ძალზედ საინტერესო კონკურსი - „არა ბარბარიზმებს“. კონკურსის მიზანი იყო ის, რომ მოსწავლეებს უფრო კარგად გაეაზრებინათ, თუ რამდენად მრავალფეროვანი სიტყვის მარაგი გვაქვს ქართულ ენაში საიმისოდ, რომ უცხო ქვეყნიდან შემოტანილი სიტყვები არ გამოვიყენოთ.

განხორციელებულმა ღონისძიებამ მოსწავლეებისა და პედაგოგების მხრიდან დადებითი შეფასება მოიპოვა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები და სკოლის დირექტორი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203