„მეგრული სამზარეულო“ - წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
19-04-2021

16 აპრილს, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „მეგრული სამზარეულო“ განახორციელეს.

პროექტს მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა ციმინტია ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული კერძების მომზადებაში. სიყვარულით და მონდომებით გაშალეს  მეგრული - „ტაბაკი“, სადაც წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული კერძები.

ჟიურიმ დააგემოვნა მოსწავლეების მომზადებული კერძები და ობიექტურად შეაფასა. გამოვლინდნენ ნორჩი მზარეულები, რომელთაც სერტიფიკატები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203