კარბის საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ტიპის აქტივობა გაიმართა
19-04-2021
გორის მუნიციპალიტეტის კარბის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა.

„კარბის საჯარო სკოლის 1-ელი-მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა კალიგრაფისტთა კონკურსი, რომელიც მიეძღვნა 14 აპრილს, დედაენის დღეს. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, რომლებიც ლამაზად იყო გაფორმებული.

მოსწავლეები წასახალისებლად დაჯილდოვდნენ სიგელებით, მასწავლებლებმა იზოლდა ჩალაურმა, ეკატერინე რაზმაძემ, ნათია ელიკაშვილმა და ოლია საღირაშვილმა მოსწავლეებს დედაენის დღეზე შექმნილი ლექსები ასწავლეს, რომელიც შემდგომ მხატვრულად წიაკითხეს მოსწავლეებმა. ასევე, გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო კოლოტაშვილი მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203