„ტურფა გაზაფხული მოვა“ - ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ღონისძიება გამართეს
19-04-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, მარო ბერუაშვილის ხელმძღვანელობით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ღონისძიება  „ტურფა გაზაფხული მოვა“ გამართეს.

მოსწავლეებმა პატარებს გაზაფხულის დადგომა მიულოცეს და მათ საინტერესო, ხალისიანი და ემოციებით დატვირთული დღე აჩუქეს.

ღონისძიება სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. მოსწავლეებმა ფერადი ყვავილებისგან დამზადებული გვირგვინებიც მოირგეს და ამით კიდევ უფრო ფერადი, დასამახსოვრებელი და მხიარულებით სავსე  გახადეს წარმოდგენა. ბაღის აღსაზრდელებმა თავიანთი შთაბეჭდილებები ტაშითა და ოვაციებით გამოხატეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203