„ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“ -ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში სიყვარულის დღეს პროექტი მიუძღვნეს
19-04-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სიყვარულის დღესთან დაკავშირებით პროექტი -„ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“ ჩატარადა.

„აქტივობა 15 აპრილს, სიყვარულის დღეს მიეძღვნა. ბავშვებმა ისაუბრეს სიყვარულის არსზე და მის მნიშვნელობაზე. წარმოადგინეს ჩანახატები, ლექსები რის შემდეგაც შეაჯამეს აღნიშნული პროექტი.

მონაწილეები მოხარულნი იყვნენ, რომ მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ასეთ შესანიშნავ პროექტში. დასასრულს კი მონაწილეებს მოტივაციისა და აქტიურობისათვის მცირედი საჩუქარი გადასცეს.

სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ამ პროექტის ინიციატორს სამოქალაქო განათლების მასწავლებელს დარიკო მელაძესა და ამავე სკოლის კურსდამთავრებულს მაგდა ცეცხლაძეს დაუღალავი შრომისა და არაჩვეულებრივი პროექტისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მწოდებულ ინფორმაციაში. 

ასევე გთავაზობთ, პედაგოგის მიერ გაკეთებულ მხატვრულ ჩანახატს:

სიყვარულს გვასწავლიან ადამიანები, ადამიანური ურთიერთობები. ამის ნიჭი უნდა გაგაჩნდეს, თავად უნდა შეგეძლოს გიყვარდეს. მხოლოდ სიყვარულიც არ კმარა...

ამ სიყვარულის გამოხატვა უნდა შეძლო. რომც არ შეგეძლოს, უნდა ეცადო და მაინც უნდა შეძლო.

მთავარი ის არის, თუკი შეგვიძლია, ადამიანებს ვასწავლოთ რომ ამ ქვეყნად მარადიული მხოლოდ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეებია და არა ის, რასაც მატერიალური ფუფუნება ჰქვია...

ეს ყველამ იცის, თუმცა მე როცა ვასწავლი ამას ჩემს მოსწავლეებს, უფრო მეტად ბედნიერი ვარ...

ბავშვებს პროექტის დასასრულს ვკითხე, რა გასწავლათ ამ პროექტმა? უამრავი რამ თქვეს. მნიშვნელოვანი - თანასწორობა, გუნდურობა, ურთიერთობა, სიყვარული...

არავის უკითხავს რა მასწავლა მე, რადგან ყველა ფიქრობს მასწავლებელმა ყველაფერი იცის...

ჩვენც ვსწავლობთ,ჩვენც ვიზრდებით...

აი, ამ ადამიანების სიტყვებმა კიდევ გამზარდეს...

ესენი უბრალო ადამიანები არ არიან,ჩემი კუთხის კოლორიტი ადამიანები, ისინი ლეგენდები არიან..

სიყვარულის, ურთიერთობის, თანადგომის, პატივისცემის ლეგენდები...

მათ ბავშვებს ესაუბრნენ მშვიდობიანი თანაცხოვრების წესების შესახებ. მეც გიზიარებთ თქვენ. რადგან მინდა ეს სიტყვები თქვენც წაიკითხოთ.

ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს ადამიანები გვასწავლიან...

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203