
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში I კლასელებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ჩაატარეს. ღონისძიება დედაენისადმი მიძღვნილი თბილი სიტყვებით იყო დატვირთული, ასევე ლექსებითა და სიმღერებით.
„ასე მოეფერნენ დედაენას პირველკლასელები და შეთანხმდნენ, რომ ყოველთვის დაიცავენ მშობლიურ ენასა და საყვარელ დედაენას. პატარებმა ძალიან გაახარეს ნინო და თამრიკო მასწავლებლები.
ზეიმის დროს დამსწრეებისათვის გათვალისწინებული იყო Covid-19-ის გათვალიწინებული რეკომენდაციები.
კმაყოფილმა ნინო მასწავლებელმა პირველკლასელები დააჯილდოვა სიგელებით“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები