„უფალმა დალოცოს ყველა ის ქართული სიტყვა“ - დედაენის დღე ხონის N1 საჯარო სკოლაში
19-04-2021

ხონის N1 საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხონის N1 საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.

ხონის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ქეთევან კაკაბაძე თავის პაწაწუნებს იმაზე ესაუბრა, რომ უნდა უყვარდეთ და მუდამ იდგნენ მშობლიური ენის სადარაჯოზე.

„სიტყვებს წინაპართ მიერ გახედნილთ, დიდი რუსთველის უღელში ნაბამთ, შობილთ: კლარჯეთით, ქართლით, კახეთით, ერთად შეკრიბა რომელნიც საბამ. ვეალერსები ვითარცა ყვავილთ, სიცოცხლე მარტო იმიტომ მინდა, რომ ჩემს საფლავზე ყაყაჩოსავით ჰყვაოდეს სიტყვა, ქართული სიტყვა.

დღეს 14 აპრილია, დედაენის დღე, ქართული ანბანი მეფე ფარნავაზმა შექმნა და განავრცო, რომელიც იმ თოთხმეტთაგანია მსოფლიოს ენათა შორის, რომელსაც დამწერლობა გააჩნია. ყოველი ქართული ასო ისეთი ლამაზია, გედის ყელით ნამღერს ჰგავსო, - უთქვამს დიდ იაკობს. უფალმა დალოცოს ყველა ის ქართული სიტყვა, რომელიც მზესავით აბდღვიალებულა, ამზევებულა.  გილოცავთ ქართული ენის დღეს, ყველა ქართველის ვალია, გაუფრთხილდეს წინაპრების მიერ სისხლის ფასად დაცულ ქართულ ანბანს, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან მეციხოვნედ რუსთაველი ჰყავდა, ბურჯად კი გოგებაშვილი ედგა“, - ასე მიულოცა საყვარელმა მასწავლებლემა ბავშვებს დედაენის დღე და ბოლოს პირობა ჩამოართვა, რომ ისინი ყოველთვის გაუფრთხილდებიან დედა ენას.


იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203