პატრიკეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
19-04-2021

გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში დიდი სიყვარულით და პატივისცემით აღნიშნეს ეროვნული დღესასწაული.

„ქართული ენა ხომ ჩვენი იდენტობის და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. ეს დღე დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო აქტივობით. ქართული ენის პედაგოგმა, ლია ჩიხლაძემ, მოამზადა ლამაზი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა. მონაწილეები მოწიწებით მოეფერნენ ქართულ ენას. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ასევე კონკურსი მეხუთე და მეექვსე კლასებს შორის. ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატით.

მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ დამწერლობას, უამრავ დაბრკოლება გამოვლილი ქართული ენა კულტურის ენაა და ყველა ადამიანის ვალია იცავდეს საკუთარ დამწერლობას, ენას რომელზეც მეტყველებს, აზროვნებს, ურთიერთობს და ენა რომელიც მისთვის მშობლიურია. დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ ფესვებს, კულტურას, ტრადიციას და ვერც სხვის კულტურას ეზიარება სრულყოფილად“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203