„ასეთი საქართველო მინდა!“ - კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
19-04-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს. 

„ასეთი საქართველო მინდა!“- აღნინული სახელწოდებით ღონისძიებაში სკოლის სხვადსხვა კლასი იყო ჩართული. მოსწავლეებმა წარწერები გააკეთეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხატეს ეზო, წაიკითხეს ლექსები და შემქნეს ნამუშევრები ქართული ენის დღესთან დაკავშირებით.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო- ფოტო მასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203