
ბათუმის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და მათ განათლებაზე მუდმივად ზრუნავენ.
სკოლაში არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ავიწყდებათ. ერთ-ერთი ასეთი დღე 2 აპრილი იყო - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.
მასწავლებლებმა ბავშვებს ამ დღის მნიშვნელობაზე უამბეს, მოსწავლეებმა კი შემდეგ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები