
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დედა ენის დღის კვირეულის „ქართულ ენაში დიდი საიდუმლო დევს“ ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის, შორენა ბერიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა კონკურსი „ნორჩი კალიგრაფი“.
კონკურსის მიზანი იყო ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია სკოლაში, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
გამოვლინდნენ საუკეთესო კალიგრაფები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელ შორენა ბერიშვილს და თითოეულ მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები