ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
19-04-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან, ნატალია ნადირაშვილთან ერთად ღონისძიება სახელწოდებით - „14 აპრილი დედაენის დღეა“ გამართეს.
მოსწავლეებმა სიმღერებითა და ლექსებით აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი დღე. მათ ღონისძიებაზე თავიანთი ნამუშევრებიც გამოფინეს და გამოავლინეს შემოქმედებითი შესაძლებლობები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მოსწავლეების მიერ პლასტენილისგან გამოძერწილი ყველასათვის კარგად ცნობილი „დედა ენის ძეგლი". მოსწავლეთა კრეატიული ნამუშევარი საკმაოდ ეფექტურად იყო მიმსგავსებული ორიგინალს.
14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს