გელათის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
19-04-2021

14 აპრილს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში, რეგულაციების დაცვით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.

მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ინტერესით ჩაერთვნენ. 

„აქტივობები მრავალფეროვანი და ეფექტური იყო და მიზნად ისახავდა ჩვენს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და ქართული ენისადმი სიყვარულის კიდევ ერთხელ გაღვივებას...

  • მეორე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: „ქართული - ღმერთების ენა“. პატარებმა ისაუბრეს, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ მშობლიურ ენას (მასწავლებელი: ქეთევან ტყაბლაძე).
  • მეხუთე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი: „დედაენა -  მადლი ზეცისა“, რომელზეც მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობის, დედაენის მნიშვნელობის შესახებ (მასწავლებელი: ელიზა ფრუიძე).
  • მეშვიდე კლასში პოეზიის საღამო გაიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები ცნობილი პოეტების შემოქმედებიდან. საღამო ძალიან ემოციური იყო (მასწავლებელი: ელისო მაწკეპლაძე).
  • ბოლოს სკოლის ღია მოედანზე ფლეშ-მობი სათაურით - „აი ია - საუკუნეს რომ ანათებს ძალა მისი“ მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები (მასწავლებლები: ნათია და ლია იდაძეები)“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203