
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. გარდა ამისა, გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრება, სადაც გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ.
„ვისაუბრეთ ამ დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ქართველებისთვის. ყურადღება გავამახვილეთ ქართულ ენაში დამკვიდრებულ ბარბარიზმებსა და ჟარგონებზეც. შემდეგ კი გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად? როდის?“, რომელშიც ერთმანეთს უფროსკლასელები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულებს საჩუქრებიც გადაეცათ!“-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები