პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზოია ბაბოიანი საბავშვო-საყმაწვილო საქველმოქმედო ფესტივალში მონაწილეობდა
19-04-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე, ზოია ბაბოიანი ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საბავშვო-საყმაწვილო საქველმოქმედო ფესტივალში მონაწილეობდა.
მოსწავლეს ფესტივალში საინტერესო, წარმატებული და ნაყოფიერი ჩართულობისთვის დიპლომი და მედალიც გადაეცა.
„სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ულოცავენ ზოიას და უსურვებენ კიდევ მრავალ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ჰემოფილია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სისხლის შედედების უნარის დაქვეითებით გამოიხატება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1989 წლიდან ყოველწლიურად 17 აპრილს ჰემოფილიის საერთაშორისო დღე აღინიშნება.