„დავიცვათ ქართული ენა“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს
19-04-2021

„დავიცვათ ქართული ენა“ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დედა ენისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება ჩაატარეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა დარსაველიძეა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ქართველი პოეტების ლექსები. „ენის საგუშაგოს მცველებმა“ გაასწორეს შეცდომები. ბოლოს შეასრულეს სიმღერა „ჩვენი ენა ქართული“ (მუსიკის მასწავლებელი ცილა გიორგაძე).

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203