
„ჩვენ კითხვა ვიცით“ - ამ სახელწოდებით გამართული ღონისძიებით შეუერთდნენ დედაენის დღის აღნიშვნას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლის პირველკლასელები.
პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის ასოები წარმოადგინეს. პატარები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და ეს დღე დასამახსოვრებელიც აღმოჩნდა.
ცნობისთვის, 14 აპრილი დედაენის დღეა და სკოლები ამ ისტორიულ თარიღს განსაკუთრებით აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტოები: