სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში სისტემატიურად ახორციელებენ გარემოსდაცვით აქტივობებს.
სკოლაში ხშირად ტარდება გარე აქტოვობები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი. ამჯერად ბავშვებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაასუფთავეს და გაალამაზეს. დარგეს სხვადასხვა ტიპის ნარგავები და წვლილი შეიტანეს, სკოლის გამწვანებაში.