
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.
მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილზე მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნიან.
ამჯერადაც, სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის ნინო ბერიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები