„არა სიზარმაცეს, მე სიხარულით ვაკეთებ მათემატიკურ დავალებებს“- ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამოტივაციო ვიდეორგოლი
19-04-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ​ნინო ბურჯალიანის ხელმძღვანელობით, მათემატიკას დიდი მოტივაციის სწავლობენ. 

პედაგოგი მათ საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. 

„წლების მანძილზე საგნის სწავლების პროცესში ყოველთვის ვცდილობდი მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესი გასჩენოდათ და სწავლა სახალისო და საინტერესო გამხდარიყო მათთვის. ამ მიზნით უამრავ პროექტს ვახორციელებდი მათთან შეთანხმებით. იოლი მისახვედრი იყო და არის, რომ მოსწავლეს სწავლაში ხელს უწყობს გამხნევება, მეტი თავისუფლების ხარისხი, გუნდური მუშაობა, მრავალფეროვნება და სხვა“.

იხილეთ მოსწავლეების მიერ მომზადებულ ვიდეომასალა, რომელშიც წარმოდგენილია მათი გულახდილი დამოკიდებულებები:

იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203