ჯუმის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, არაერთი ღონისძიება გაიმართა
19-04-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიებებს შორის განსაკუთრებით საინტერესო და აღმაფრთოვანებელი იყო პირველი კლასის მოსწავლეების მიერ ჩატარებული აქტივობები. სკოლა მადლობას უხდის პედაგოგებს: ქეთევან ქირიასა და ეკა ჯიქიას.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203