კინჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
19-04-2021

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში 14 აპრილს ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა დედაენის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები  წარმოადგინეს. ისაუბრეს ქართული ენის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე.

გაიხსენეს დიდი ილიას სიტყვები: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ ვერ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ - აღნიშნეს, რომ თითოეულმა მათგანმა ხელი  უნდა შეუწყონ და იზრუნონ დედა ენის დაცვაზე.

დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მარიამ გედენიძის წაკითხულმა ირაკლი აბაშიძის ლექსმა „ხმა კატამონთან“.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203