„დაე, ყოველი დღე გვეცხოვროს სიყვარულით!“ - ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკოკლუბმა სიყვარულის დღე აღნიშნა
19-04-2021

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკოკლუბმა ხერგილი“ 15 აპრილს, სიყვარულის დღე აღნიშნა.

კლუბის წევრებმა გულის ფორმის წითელი მისალოცი ბარათები დაამზადეს და ეს დღე ხარაგაულელებს სიყვარულით მიულოცეს. აქტივობაში სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებით და ხალისით ჩაერთვნენ. 

„დაე, ყოველი დღე გვეცხოვროს სიყვარულით!“ - ამ დევიზით გამართულმა აქტივობამ, რომელიც გასცდა გიმნაზიის კედლებს, ერთი დღე გაულამაზა ხარაგაულის მცხოვრებლებს და ქალაქი პოზიტივით აავსო. 


გიმნაზიის ეკოკლუბის აქტიური წევრები თანაქალაქელებს მომავალ სახალისო აქტივობამდე, დროებით დაემშვიდობნენ და ხარაგაულელებს მომავალშიც ბევრ დასამახსოვრებელ დღეს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203