„ო, ენავ  ჩემო...“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
19-04-2021

14 აპრილს დედაენის დღეა და ამ ისტორიულ დღეს სკოლები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

მშობლიური ენის დღის აღნიშვნას შეუერთდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაც და რეგულაციების სრული დაცვით ჩაატარა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

„ო, ენავ  ჩემო...“ - ამ დასათაურების ქვეშ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები: მარიამ ფხაკაძე, ზურა ფხაკაძე, ლიზი ნიქაბაძე, მარიამ ნიქაბაძე, ონისე ნიქაბაძე, ომარი კანკაძე, მარიამ ლეკვეიშვილი, მარიამ გიორგაძე, მარიამ კუჭუხიძე და ლიკა დევიძე.

კონფერენცია ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგებმა: მარეხი ნიქაბაძემ და რუსუდან კუჭუხიძემ წარმართეს.

კონფერენციის დასასრულს მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203