
განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა.
პროექტს ხელმძღვანელობდა სკოლის დირექტორი ფატიმა შენგელია.
დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს.
იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.
იხილეთ ფოტოები