ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღეს კვირეული მიუძღვნეს
19-04-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეები, ამავე სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანმა პედაგოგებმა - ნანი მებონიამ და ლანა კაკაჩიამ საინტერესო აქტივობაში ჩართეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღეს კვირეული მიუძღვნეს და მნიშვნელოვანი ინფორმაციით გაიმდიდრეს თვალსაწიერი, აიმაღლეს ცნობიერება ტყის მნიშვნელობის შესახებ, შექმნეს საინტერესო ნამუშევრები და თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს. 

ტყის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203