„ქართული ტრადიციული სამზარეულო“ - ბანოჯის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
20-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ქართული ტრადიციული სამზარეულოს შესახებ ჩატარებული მრავალფეროვანი გაკვეთილით დასრულდა.

16 აპრილს, მე-10 და მე-11 კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი საქართველოს ეთნოგრაფიაში, თემაზე: „ქართული ტრადიციული სამზარეულო“.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია ქართული კერძების წარმოშობის, გავრცელებისა და მომზადების შესახებ. გაკვეთილი იყო ინტერაქტიული მეთოდებით შეჯერებული, სადაც აჩვენეს ფილმის ნაწყვეტები სხვადასხვა კუთხის სუფრის ამსახველი კადრებით.

გარდა თეორიული ნაწილისა, კლასში გააწყვეს ქართული ტრადიციული კერძები და ადგილზევე დააგემოვნეს. 

გაკვეთილის დასასრულს სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის,  ნინო კახნიაშვილის მიერ ახალი თაობის ფარგლებში, ჩატარებული კომპლექსური დავალების პრეზენტაცია დადებითად შეაფასა. სკოლის ხელმძღვანელმა მასწავლებელსა და მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203