„ჩვენ გვიყვარს დედა ენა“ - მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს კედლის გაზეთი შექმნეს
19-04-2021
14 აპრილს დედაენის დღეა და ამ ისტორიულ თარიღს სკოლები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
დედაენის დღის აღნიშვნას შეუერთდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაც.
„ჩვენ გვიყვარს დედა ენა“ - ამ სახელწოდებით შექმნეს სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი, სადაც ქართული ანბანი, ქართული ენის შესახებ გამონათქვამები და მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსები დაიტანეს.
გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს დედაენის შესახებ თემატური პრეზენტაცია.
მელაურის საჯარო სკოლის სკოლის დირექტორია ნინო ნიკოლეიშვილი, დირექტორის მოადგილე ნინო ტალაბაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს