
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Teams-ის პლატფორმაში კლასის საათი ჩაატარეს და მასწავლებლებიც მიიწვიეს.
„ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სინდრომის შესახებ და შეკითხვებსაც უპასუხეს.
წარმატებას ვუსურვებთ მეექვსე კლასს და მის დამრიგებელს, სოფიო ნიშნიანიძეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები