„ჩვენი ენა ქართული“ - ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
19-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. დედა ენის დღის აღნიშვნას სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ. გარდა ამისა, სკოლაში ჩტარდა კონფერენცია, მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები და კედლის გაზეთები. 

„დედაენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა,  მარინა ბოლქვაძემ და თეა ხაცავამ განახორციელეს პროექტი: „ჩვენი ენა ქართული“, მე-11 კლასში ჩატარდა კონფერენცია „14 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოს ენის დღე“. მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული ენის ისტორია და შეეცადნენ წარმოედგინათ ქრონოლგიურად ქართული ენის განვითარების ეტაპები,  გაიხსენეს 14 აპრილის მოვლენები და  წარმოგვიდგინეს თუ რა მდგომარეობა იყო იმდროინდელ საქართველოში, იმსჯელეს ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე.  მეხუთეკლასელებმა თავიანთი ხელით დამზადებული ბუკლეტებით მიულოცეს სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 14 აპრილი. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით შეიქმნა კედლის გაზეთები და გამოიკრა სასკოლო სივრცეში“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203