უდის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს სხვადასხვა საჭირო და აუცილებელი უნარები ჩამოუყალიბა
01-12-2017

უდის N1 საჯარო სკოლაში შემაჯამებელი გაკვეთილი სახელწოდებით - „ფოთოლცვენა" ჩატარდა. 

გაკვეთილი მეოთხე კლასში მასწავლებელმა ნ. გზირიშვილმა ჩაატარა. 

შემაჯამებელ გაკვეთილზე მოხდა ჯგუფის სახელების დარქმევა და პრეზენტაცია, ადრეული და გვიანდელი შემოდგომის ბუნების შედარება, ციტატების თქმა ნასწავლი ნაწარმოებებიდან, აგრეთვე ანდაზები და გამოცანები შემოდგომის შესახებ, ნახატების შესრულება და პრეზენტაციის გაკეთება.

ასევე თემის დაწერა შემოდგომის ბუნების შესახებ, შრომა-საქმიანობაზე, აგრეთვე ლექსის დაწერა, სადაც გამოყენებულია არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი და ზმნა.

როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, ასეთი ტიპის გაკვეთილი ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, საკუთარი აზრის დასაბუთების, მსჯელობისა და აზროვნების განვითარებას. აყალიბებას ურთიერთთანამშრომლობასა და დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარებას და წერითი კულტურის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...