ცხრააპრილელთა ხსოვნისათვის მიძღვნილ კვირეულში თბილისის N142 საჯარო სკოლის ყველა კლასი ჩაერთო
19-04-2021

თბილისის N142 საჯარო სკოლაში ცხრააპრილელთა ხსოვნისათვის მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. კვირეულის გამართვის ინიციატორია სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე, ბელა ჩიტიასა და ირმა მუხიგულაშვილთან ერთად.

კვირეულში მთელი სკოლა ჩაერთო და სკოლის ყველა კლასში ჩატარდა ამ დღის აღსანიშნავად ღონისძიებები, რომელშიც მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად, მშობლები ჩაერთვნენ.

„კვირეულის პირველმა დღემ სკოლაში 32 წლის წინანდელი ეროვნული ერთობა, სულისკვეთება განაახლა, დიდსა თუ პატარას გულზე ტიტები შეებნიათ, ტიტები იყო მოფენილი კლასებშიც, დერეფნებსა თუ საკლასო ოთახებში ამ დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთები და პლაკატები იყო გამოფენილი. მომავალმა თაობამ გულით შეიგრძნო ცხრააპრილელთა თავგანწირულობა.

დაწყებითის ყველა კლასმა თავისებურად გამოხატა პატივისცემა 9 აპრილს შეწირულ გმირებისადმი. დაწერეს  სამადლობელი წერილები.

9 აპრილს დაწერილი ლექსები წაიკითხეს VI/2 და VI/I კლასის მოსწავლეებმა. მათი დამრიგებლები არიან მაია ხიჭოლავა და ლია ვაჩეიშვილი.

ნანა მაჩიტიძის სადამრიგებლო VII/1 კლასში 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამოჩატარდა.

V/2 კლასში ცხრა აპრილს დაღუპულები გაიხსენეს, მათი ფოტოები გამოფინეს. დამრიგებელია ნინო ჯიქიძე.

 შესანიშნავი ვიდეო-რესურსი შექმნა მე-12/1 კლასის მოსწავლემ გიორგი გველესიანმა, თანაკლასელებსა და დამრიგებელთან  ერთად. „მამულის თავისუფლებისათის ტიტებად დაღვრილი სისხლის წვეთები“ - ასე ჰქვია ვიდეო-რესურსს, რომელშიც სიღრმისეულად გათავისებულია საქართველოს დამოუკიდებლობისათის შეწირულ გმირთა თავდადება და ასახულია როგორც 9 აპრილის მოვლენები, ასევე ამ დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვა. კლასის დამრიგებელია ლილიანა გვიჩია.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, მონაწილე მოსწავლეების სახეებზე აირეკლა უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, რაც ნიშანია იმისა, რომ „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“! სრულიად საქართველოს მოქალაქეებს ვუსურვებთ თავისუფალ, გაერთიანებულ, გამთლიანებულ, გაძლიერებულ საქართველოში ღირსეულად ცხოვრებასა და ქვეყნის აღმშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანას!“ - გვიყვება დეტალურად სკოლის წარმომადგენელი ცხრააპრილელთა ხსოვნისათვის მიძღვნილი კვირეულის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203