სადმელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
19-04-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა სახელწოდებით - „ფერდ-ფერადი“ გაიმართა. 

გამოიფინა სკოლის ყველა მოსწავლის ნახატი. მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის აღფრთოვანება გამოიწვია. 

„მასპინძლობას გვიწევდა ხელოვნების მასწავლებელი ია ჭარბაძე. დამთვალიერებლები აღფრთოვანებას ვერ
მალავდნენ ნანახის გამო. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია თვითნასწავლი მხატვარ-მოსწავლეების თამარ
პაპუაშვილის(IX-კლ) და ნინო სურგულაძის(XI-კლ) ნამუშევრებმა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203