დეხვირის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებითა და კონკურსით აღნიშნეს
19-04-2021

„ქართული მარტო ენაა? ქართული ქართველთ რწმენაა!“ - ამ სახელწოდების ქვეშ გააერთიანეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობები წარმოადგინეს. წაიკითხეს ცნობილი პოეტების ლექსები, მიმოიხილეს დოკუმენტური მასალა და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება ამ ისტორიული დღისადმი.

სკოლაში ასევე ჩატარდა კონკურსი მხატვრულ კითხვასა და კალიგრაფიაში. გამარჯვებულები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203