„არა, სიძულვილის ენას“ - ირემაძეების საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა
18-04-2021

მერაბ ჭელიძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ირემაძეების საჯარო სკოლაში IX-X კლასებში განხორციელდა პროექტ - „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ ფარგლებში - „არა, სიძულვილის ენას და მშვიდობიანი თანაცხოვრება“.

მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები, პოსტერები, მშვიდობიანი თანაცხოვრების ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ. პროექტის მონაწილეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებში.

პროექტის ფარგლებში მოწვეული გახლდათ თბილისის თავისუფლების უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ელდარ ჯავახიძე და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელმაც ისაუბრა სიძულვილის ენისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) თანამშრომლობით. ფასილიტატორობა კი გაუწიეს ავტორებმა: ქეთი მელიქიშვილმა და ირემაძეების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - იამზე ირემაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203