
ხულოს მუნიციპალიტეტის ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში, დასწრებითი სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში და წარმატებით ასრულებენ კომპლექსურ დავალებებს, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენს საგანმანათლებლო რეალობაში დამკვიდრდა და რომელსაც ფუშრუკაულის პროფესიონალმა პედაგოგიურმა გუნდმა და მოსწავლეებმაც იმთავითვე იოლად აუღეს ალღო.
პედაგოგმა მაყვალა სურმანიძემ, მეოთხეკლასელ ნინი სურმანიძეს კომპლექსური დავალება შეასრულებინა. აღსანიშნავია, რომ ნინიმ არაჩვეულებრივად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე.
იხილეთ ფოტოები: