
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ნარგიზ ყიფიანი და სოფიო დიმიტრაძე ხელმძღვანელობდნენ.
14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები