
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს ღონისძიება - „ჩვენი თვალით დანახული დედა“ მიუძღვნეს. (ხელ: რუსუდან გელაშვილი, ნუნუ ხაბულიანი).
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, პიესები დადგეს და 3 მარტის თემაზე სლაიდები და ვიდეორგოლი მოამზადეს.
იხილეთ ფოტოები