„ო, ენავ ჩემო“ - თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
17-04-2021

14 აპრილს, თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება- „ო, ენავ ჩემო“ გაიმართა.

ღონისძიება პანდემიის გამო რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

ღონისძიებაში VI და VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ, წაიკითხეს დედაენისადმი მიძღნილი ლექსები. მოაწყვეს კალიგრაფიული ნამუშევრებისა და კედლის გაზეთების გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა წლებში გამოცემული დედაენის სახელმძღვანელოები.

ღონისძიებას პედაგოგები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203