
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა - მარიამ ცინცაძემ და ნინი კეკელიძემ საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ორგანიზებულ კონკურსში - „ნუშების თოვლი“ გაიმარჯვეს.
მოსწავლეებმა კონკურსზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლა მოსწავლეებს ლიტერატურულ კონკურსში მოპოვებულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.