კალიგრაფიის კონკურსი, გამოფენა და კონფერენცია - მანავის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
17-04-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ჩატარდა კონფერენცია, ასევე მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი.

„ენა ბურჯია ერისა“- ამ ლოზუნგით, 14 აპრილს, დაწყებით კლასებში, მასწავლებლებმა -ანა რცხილაძემ, ნანული ავაქიშვილიმა და ირმა აფციაურმა მოსწავლეებს დასამახსოვრებელი დღე მოუწყეს.

გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები: ლექსების მხატვრულად კითხვა, მონტაჟი, კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, „სლაიდშოუს“ ჩვენება.

VIII, IX. X კლასის მოსწავლეების მონაწილეობით (ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლები: მანანა დაბახიშვილი, მაია ქვლივიძე, მაია ბორაშვილი) გაიმართა კონფერენცია - „სიყვარულის ლექსის და ღმერთების ენა“. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საკონფერენციო თემები, გამოუშვეს კედლის გაზეთი. სკოლის ფოიეში მოეწყო V - VI - VII კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203