თიანეთის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ
01-12-2017
თიანეთის ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში მდებარე მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა შეგროვებული ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები გადასცეს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებს.
აღნიშნული სახლის დირექტორმა გულისხმიერებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა თიანეთის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.