რა არის სიყვარული? - ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ
16-04-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სიყვარულის დღე აღნიშნეს. სკოლაში შეიქმნა სახალისო ვიდეო, რომელშიც მოსწავლეები საკუთარ შეხედულობებს გვიზიარებენ სიყვარულის შესახებ.

ქართული სიყვარულის დღის პირველად აღნიშვნა 1994 წელს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტით დაიწყო. ამის თაობაზე გაზეთმა „კოქტეილმა“ აფიშით ამცნო თბილისის მოსახლეობას: „ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული სიყვარულის დღე — 15 აპრილი გამხდარიყოს, ახალგაზრდობის სულის სილამაზის მშვენიერების ზეიმი საქართველოში. ახალგაზრდული ფესტივალი ცდაა ერის მომავლის გამოღვიძების და ნურასოდეს დაგავიწყდებათ, თანატოლებო, რომ ქვეყანა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, მომავალში ჩვენი სამართავია. ერთმანეთის სიყვარულით გავაძლიეროთ იგი 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203