კვიახიძეების საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
16-04-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 9 აპილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და საქართველოს უახლეს ისტორიას გაეცნენ.

„მასწავლებელმა ლიანა ფუტკარაძემ  III-IV კლასის მოსწავლეებთან 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ ისაუბრა. მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი დამოუკიდბელი საქართველოს ისტორიაში. მოსწავლეები გაეცნენ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ბიოგრაფიებს, თემატური ნამუშევრები შექმნეს.

„თქვენ საქართველოს სიყვარულში დაილეწენით“ - აღნიშნული სათაურით კედლის გაზეთში გამოფენილი დაღუპულთა ფოტოები და მათ ბიოგრაფიებს გაეცნენ მოსწავლეები. მე-4 კლასელმა სანდრო თავდგირიძემ კი, თავისი ბავშვური განცდებით შექმნა ნახატი - „სისხლიანი აპრილი“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203