წყრუთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
16-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და შექმნეს ხელნაკეთი ნამუშევრები.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203